ჩვენს შესახებ

შესავალი

ჩვენი კომპანია აერთიანებს ბიზნეს პროექტებსა და კრიპტოვალუტების ბაზარს. პირველი ეტაპისთვის ქართულ ბაზარზე, შემდეგში კი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. ჩვენ ვართ პირველი კომპანია, რომელიც ქმნის პლატფორმას ადგილობრივი ბიზნეს პროექტებისათვის და სთავაზობს მათ ბლოკჩეინ ტექნოლოგიას. საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო, რომელიც ამარტივებს ბიზნეს საქმიანობას, ჩვენი პროექტის გაშვების შემდეგ იქნება სრულად ღია და ეფექტურად გამოყენებული. როგორც პირველი კომპანია, რომელიც აკავშირებს ქართულ კაპიტალის ბაზარსა და საერთაშორისო კრიპტო-ინვესტიციებს, მოხარულები ვართ რომ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს ყველა დაინტერესებული მხარისთვის. კომპანია LUNA Group-ი 2017 წელს დაარსდა. ბაზარზე არსებულმა რეალობამ დიდი გავლენა მოახდინა კომპანიის მიზნებისა და ხედვების ჩამოყალიბებაზე. ცხადია, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა უმეტესწილად სტრატეგიული დაგეგმარებისა და მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვების არ ქონის გამო, ყოველ ნაბიჯზე წარმოქმნის ახალ-ახალ დაბრკოლებას ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სექტორებისთვის. ტექნოლოგიებისადმი ლტოლვა, შიდა თუ გარე ფინანსური სტატისტიკები, რომლებიც მკაფიოდ ასახავდნენ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, გვიბიძგებდნენ შეგვექმნა ციფრული ტექნოლოგიებისა და ფინანსირების სინთეზი. AISI coin-ი, კრიპტოვალუტა, რომელიც ჩვენმა კომპანიამ წარმოადგინა ბაზარზე, სრულად არის უზრუნველყოფილი ბლოკჩეინ ტექნოლოგიისა და კრიპტოვალუტის წამყვანი მახასიათებლებით. ზოგადად, კრიპტოვალუტის ღირებულებას მის უკან არსებული ეკონომიკური თუ ტექნოლოგიური მოდელი განსაზღვრავს. გადარიცხვების სისწრაფე, დაცულობა და გამჭვირვალობა არის მცირე ჩამონათვალი იმ მახასიათებლებისა, რომელიც ჩვენს მიერ შექმნილ კრიპტოვალუტას გააჩნია. საინვესტიციო პლატფორმა, AISI coin-ის მფლობელებს საშუალებას აძლევს განახორციელონ ინვესტიცია სტარტაპებსა და არსებულ ბიზნესებში, რომლებსაც ზრდისა და განვითარებისთვის ესაჭიროებათ ფინანსური მხარდაჭერა. ეს ორი კომპონენტი ქმნის კრიპტოვალუტისა და ეკონომიკური წარმოების სინთეზს. ბაზარზე წარმოდგენილი კრიპტოვალუტების უმრავლესობა ძირითადად ორიენტირებულია ორ მაჩვენებელზე: ტექნოლოგიური ინოვაცია და მოკლევადიანი (ერთჯერადი) ფინანსური აქტივობა. ამ ფონზე, ჩვენი პროექტი ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ ყალიბდება როგორც კრიპტო-ბაზრის ისევე ლოკალური კაპიტალის ბაზრისთვის. ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია სტაბილურობა და მუდმივი ზრდა.